Menu
Your Cart

წესები და პირობები

1. შესავალი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს ურთიერთობას შპს ენერჯი მოტორსის (ს/კ 445433451) ინტერნტმაღაზიასა www.energymotors.ge-სა (შემდგომში „ინტერნეტმაღაზია“/ „მიმწოდებელი“) და მის მომხმარებელს შორის (ორივე ერთად - „მხარეები“). 

1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნების თავისუფლების საფუძველზე, უარი განაცხადოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას. 

1.3. წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო ინტერნეტმაღაზია მას გადასცემს შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ.

2. რეგისტრაცია

2.1. მომხმარებელი ინტერნეტმაღაზიის საიტზე რეგისტრაციითა და შესაბამისი ველების შევსებით გამოთქვამს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშავოს მიმწოდებელმა.

2.2. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანმდებლობის შესაბამისად სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული პირი).

2.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშში დააფიქსიროს ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა  სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ავტომობილის მოდელი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;

2.3.1. წინამდებარე მონაცემების შევსებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გამოთქმით, მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას, მიმწოდებელმა მის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებები გამოიყენოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვისაც და  გაუგზავნოს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები;

2.3.2. მომხმარებელი ვალდებულია ანგარიშში მიუთითოს სწორი პირადი ინფორმაცია, მათ შორის პროდუქციის მიწოდების ადგილი. არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

2.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

2.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად. 




3. გამოწერა/შეკვეთის განხორციელება

3.1. მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს სასურველ პროდუქციას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინოს შემდეგი ფორმით: 

3.1.1. მის მიერ უშუალოდ ვებგვერდზე შექმნილი ანგარიშიდან.

3.1.2. www.energymotors.ge-ს ავტორიზებული სოციალური ქსელის მეშვეობით 

3.1.2.1. სოციალური ქსელის საშუალებით შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში მიმოწერა ინახება კომპანიის ელექტრონულ არქივში .  

3.1.3. კომპანიის ცხელი  ხაზის გზით  განხორციელებული შეკვეთისას.

3.1.3.1. სატელეფონო გზით შესყიდვის ნების გამოხატვისას ზარი იწერება. 

3.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, პროდუქციის შერჩევისას გამოიყენოს ვებგვერდზე მითითებული “პროდუქციის პარამეტრების მიხედვით ძებნის ინსტრუმენტი”. 

3.2.1. თუკი მომხმარებელი იძენს პროდუქციას ინტერნეტმაღაზიის მანქანით ძებნის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველზე, მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რამდენად მოერგება შეძენილი პროდუქცია იმ ავტომობილს, რომლისთვისაც იგი დაუკვეთა მომხმარებელმა.(ეს ფილტრი არ გვაქ ამოვიღოთ )

3.3 ონლაინ პროდუქციის შეძნეის შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება აბთუმის ტერიტორიაზე მოხდება უფასოდ, სხვა რეგიონებში მიწოდება ფასიანია, შესათანხმებლად დაგვიკავშირდით  კომპანიის ცხელ ხაზზე  -  ტელ: 032 206 00 06 

 

4. მიწოდება

4.1. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულების გადახდის შემდეგ, ინტერნეტმაღაზია ვალდებულია, გადასცეს მომხმარებელს შეთანხმებული პროდუქცია;

4.2. მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას ირჩევს შეკვეთის მიწოდების მეთოდებიდან ერთ-ერთს და აფიქსირებს მას ვებგვერდზე (სატელეფონო შესყიდვის შემთხვევაში - ზარის განხორციელებისას). მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს შემდეგი მეთოდები:

4.2.1. მომხმარებლის მიერ საკუთარი ხარჯებით პროდუქციის გატანა ნივთის გაცემის პუნქტიდან;

4.2.2. მიწოდება მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ მისამართზე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, მიუთითოს მისამართი სათანადო გრაფაში;

4.3. თუ მომხმარებელი აირჩევს წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.1. პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქციის მიღების მეთოდს, კერძოდ, გამოხატავს სურვილს, თავად გაიტანოს პროდუქცია, იგი უფლებამოსილია, გაიტანოს პროდუქცია შეკვეთის გაფორმებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

4.3.1. თუ მომხმარებელი დაარღვევს პროდუქციის გატანის ორდღიანი ვადას, მას ერთმევა ნივთის გადაცემის მოთხოვნის უფლება და გადახდილი თანხიდან უბრუნდება მხოლოდ თანხის ნაწილი, გადახდილის თანხის 10%-ის გამოკლებით, რაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს ნივთის გატანის ვადის დარღვევისათვის. 

4.4. თუ მომხმარებელი აირჩევს 4.2.2. პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქციის მიღების მეთოდს, კერძოდ, გამოხატავს სურვილს, რომ პროდუქცია მას მიეწოდოს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიმწოდებელი თავისი საკურიერო მომსახურების გამოყენებით, საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მიაწვდის მომხმარებელს შეკვეთილ პროდუქციას, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4.4.1. მიწოდების დროსთან დაკავშირებით, მომხმარებელს წინასწარ უკავშირდება კურიერი და უთანხმდება მიტანის დროზე სატელეფონო საუბრის გზით.

4.4.2. იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმებულ დროს მომხმარებელი მიმწოდებლის კურიერს არ დახვდება მითითებულ მისამართზე, მომხმარებელი ჩაბარების მცდელობის ყოველი მომდევნო ანალოგიური შემთხვევისას დამატებით აანაზღაურებს საკურიერო მომსახურების საფასურს. 

4.4.3. თუ მომხმარებელისათვის პროდუქციის გადაცემის 3 (სამი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, მაშინ მომხმარებელი ვალდებულია, გაიტანოს ნივთი თავისი ხარჯით ნივთის გაცემის პუნქტიდან 3 დღის ვადაში იმ დღიდან, როცა მიმწოდებელი შეატყობინებს კლიენტს მიწოდების მე-3 უშედეგო მცდელობის შესახებ და ამასთანავე, გადაიხადოს უშედეგო მიტანის საფასური. თუ მომხმარებელი არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, მაშინ ონლაინ მაღაზიას უფლება აქვს, დაუქვითოს მომხმარებელს წინასწარ გადახდილი თანხიდან უშედეგო მიტანის საფასური და პირგასამტეხლო ნივთის ღირებულების 10%-ის ოდენობით და დარჩენილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს. თუ მომხმარებელს არ აქვს წინასწარ გადახდილი ნივთის საფასური, მაშინ ონლაინ მაღაზია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მას ზემოაღნიშნული თანხების (ჯარიმა და ტრანსპორტირების ხარჯი) გადახდა.

4.5. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ სწორი მისამართის მითითებაზე. თუ მომხმარებელი მიუთითებს არასწორ მისამართს და, შესაბამისად, კურიერი მიწოდებას განახორციელებს არასწორ მისამართზე, მომხმარებელს დაეკისრება, როგორც მითითებულ მისამართზე, ასევე სწორ მისამართზე მიტანის ხარჯების გადახდის ვალდებულება.

4.6. მომხმარებელზე პროდუქციაზე საკუთრების უფლება გადადის მისი გადაცემის მომენტიდან.



5. გადახდა

5.1. პროდუქციის შესყიდვაზე ნების გამოხატვის შემდეგ მომხმარებელი იხდის პროდუქციის საფასურს, რომელიც მითითებული არის ვებგვერდზე.

5.1.1. თუ მომხმარებელი გამოხატავს სურვილს წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტში მითითებული საკურიერო სერვისით სარგებლობის, პროდუქციის საფასურს დაემატება მიწოდების საფასური, რომელიც განისაზღვრება ცალკეული პროდუქციის ტიპითა და მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის გათვალისწინებით.

5.1.2. პროდუქციის მწოდების საფასური დაემატება მომხმარებლის მიერ არჩეულ პროდუქტების ღირებულებას და ჯამური თანხა გამოისახება ვებგვერდზე, მას შემდეგ, რაც  მომხმარებელი მიუთითებს სასურველ მისამართს პროდუქციის მიწოდებისათვის. 

5.2. ანგარიშსწორება ხორციელდება, მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეკვეთისას მის მიერ შერჩეული ერთ-ერთი მეთოდით:

5.2.1. ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთიანი გადახდით, რომელიც ხორციელდება ვებგვერდის მეშვეობით;

5.2.1.1. უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.

5.2.2. ონლაინ უნაღდო ანგარიშსწორებით (საქართველოს ბანკი );

5.2.3. ნაღდი ანგარიშსწორების გზით, პროდუქციის გადაცემისთანავე.

5.3. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით, იგი გადახდის მეთოდს აფიქსირებს ვებგვერდზე.  

5.4. მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე შექმნილ ანგარიშზე, იქმნება მომხმარებლის ბალანსი, რომლის შევსებაც შეუძლია მომხმარებელს სასურველი თანხით, სურვილის შემთხვევაში ამ თანხის ანგარიშსწორებისთვის გამოყენების მიზნით ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შესაძენად. 



6. მომხმარებლის პრეტენზიები

6.1. იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია განსხვავდება მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციისაგან მიმწოდებლის ბრალით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით მიაწოდოს მომხმარებელს შეკვეთილი პროდუქცია და აანაზღაუროს მიწოდების ხარჯი.

6.2. იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება მომხმარებლის სურვილს მომხმარებლის ბრალით (მაგალითად, მომხმარებლის შეცდომის შემთხვევაში), მომხმარებელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს განმეორებითი ტრანსპორტირების ღირებულება. გადასახდელი თანხა ასევე შეიცვლება იმ პროდუქციის ღირებულებათა სხვაობის მიხედვით, რომელიც მომხმარებელმა შეუკვეთ და რომლის შეკვეთაც მომხმარებელს სურდა.

6.3. იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება შეთანხმებულს მომხმარებლის ბრალით (მაგალითად, მომხმარებლის შეცდომის შემთხვევაში), და იგი უარს აცხადებს მიიღოს ის პროდუქციაც, რომლის შეკვეთაც ჰქონდა განზრახული,  იგი ვალდებულია გადაიხადოს, როგორც ტრანსპორტირების ხარჯები, ისე პირგასამტეხლო გადახდილი თანხის 10%-ის ლარის ოდენობით (თუ მას უკვე აქვს გადახდილი პროდუქციის ღირებულება იგი მას უბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით).

6.4. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია ის, რაც მან შეუკვეთა/რისი შეკვეთაც მას სურდა, სხვა შემთხვევაში, იგი არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულების 6.1., 6.2., 6.3. პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით.

6.5. მომხმარებლისათვის პროდუქციის გადაცემისთანავე მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდება გადაცემული ნივთის უნაკლოობა. მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შედის, თუკი მისი გაფორმებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში მომხმარებელი წერილობით არ შეატყობინებს ინტერნეტმაღაზიას პროდუქციის ნაკლის შესახებ.

6.6. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დააბრუნოს ან გადაცვალოს მიღებული პროდუქცია ან მოითხოვოს მის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნება, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.



7. გარანტია

7.1. ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციაზე არ ვრცელდება გარანტია. ასეთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს 1 (ერთი) თვის ვადაში, შეუძლია გარანტიის მიღება, კომპანიის სერვის ცენტრში ვიზიტითა და შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ. 



8. საავტორო უფლებები

8.1. ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ მასალაზე, მათ შორის ვიზუალურ თუ აუდიო მასალაზე, ფოტოზე, ვიდეოზე და ა.შ. საავტორო უფლებები ეკუთვნის მიმწოდებელს. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს, გაავრცელოს, ან ისარგებლოს მითითებული მასალით მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ან სხვა რაიმე ფორმით დაარღვიოს მიმწოდებლის საავტორო უფლებები.



9. მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

9.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

9.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა;

9.2.1. ხელშეკრულების მიზნებისთვის პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია;

9.2.2. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფროსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

9.2.3. მხარეები ვალდებული არიან დაუძლეველი ძალის არსებობის შედეგად ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ შეატყობინონ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლის შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 7 დღისა ასეთი გარემოების წარმოშობიდან. აღნიშნულ ვადაში შეტყობინების განუხორციელებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს უფლება არ აქვს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით, მიუთითოს ასეთ გარემოებებზე, თუ შეტყობინების გაუგზავნელობა არ იყო გამოწვეული ამ გარემოებებით;

9.2.4. იმ შემთხვევაში თუ ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან მისი დადგომისთანავე ცხადი გახდა, რომ მოქმედება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მხარეები წყვეტენ ხელშეკრულების მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხს. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას შეწყვეტის შესახებ, იღებს მხარე, რომლის მიმართაც ჯეროვნად არ სრულდება ვალდებულება. ხელშეკრულების ამგვარი შეწყვეტის დროს მხარეები შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადებში ასწორებენ ყველა ადრე არსებულ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ.



10. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა

10.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ სათანადო წესით, ელექტრონული გზით, მასზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

10.2. წინამდებარე ხელშეკრულების  ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:

10.2.1. მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს;

10.2.2. მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, თუკი მეორე მხარის მიერ დანიშნული დამატებითი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგაც არ ასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად;

10.2.3. ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით გათვალიწინებულ შემთხვევებში.



11. დავების გადაწყვეტის წესი

11.1. ნებისმიერი დავა, რაც წარმოიშვება ამ ხელშეკრულებიდან ან ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, მათ შორის ნებისმიერი კითხვა მისი არსებობის, კანონიერების, განმარტების, აღსრულების, დარღვევის ან შეწყვეტის შესახებ უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით;

11.2. თუ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს ან თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მხარეთა შორის ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



12. ზოგადი დებულებები

12.1. წინამდებარე    ხელშეკრულების  რომელიმე   მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს  ამ  ხელშეკრულების  დანარჩენი   მუხლების   ნამდვილობაზე, თუ ხელშეკრულება დაიდებოდა ბათილი პირობის გარეშეც.

12.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

12.3. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით ამ ხელშეკრულების რეკვიზიტებსა და მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ საკომუნიკაციო საშუალებებზე შეტყობინების გაგზავნის ან ნებისმიერი სხვა ფორმით, თუ იგი იძლევა საშუალებას ადრესატის მიერ შეტყობინების მიღების დამტკიცებისა.


შპს ენერჯი მოტორსი

theme_color="#f08126">